საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ქვეშთან ე. წ. მესაზღვრეებმა 55 წლის სერგო დარბაიძე დააკავეს - ე. წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით.
ის პირუტყვს მწყემსავდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.