ხვალ რიყის პარკში წიგნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიხსნება
23 აპრილს 12:00 საათზე, რიყის პარკში, წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
საზეიმოდ გაიხსნება, რომელსაც ქალაქ თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.