ტყიბულში "ინდუსტრიული ჯგუფის" აუდიტს საერთაშორისო სტანდარტების კომპანია განახორციელებს.
"მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოწვეული იყოს საერთაშორისო სტანდარტების კომპანია, რომელიც შეაფასებს, რამდენად არის შახტაში უსაფრთხოების ნორმები დაცული, რამდენად შეიძლება შახტაში უსაფრთხოების ნორმების დაცვა იმგვარად, რომ მაქსიმალურად იყოს გამორიცხული ფატალური შემთხვევები. ამის შემდეგ განისაზღვრება ღონისძიებების ნუსხა. კომპანია განსაზღვრავს, ამ ფორმატში რამდენად აქვს სურვილი, გააგრძელოს საქმიანობა. მზად ვართ, სრულად და გამჭვირვალედ დასრულდეს საგამოძიებო პოროცესი. მზად ვართ ყველა შედეგისთვის. აუდიტი იტყვის, ღირს თუ არა შახტაში ოპერირება. მაქსიმალური გავაკეთეთ რისკების მინიმალიზაციისთვის, რაც იქ არსებობდა და ჯანდაცვის ყველა მტკივნეული და კატეგორიული მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მაგრამ სავალალო შედეგი მაინც დადგა", - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ გელენიძემ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი ინფორმაციით, 1 500-მდე ადამიანია დასაქმებული.