თემირლან მაჩალიკაშვილის, სასწრაფო სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საკმაოდ დაგვიანებული იყო
- ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში განაცხადა.
„მონაწილეობა მივიღე პირველად სასამართლო სამეცნიერო ექსპერტიზაში, რომელიც დასრულდა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია დაინიშნა კომისიური სასამართლო სამეცნიერო ექსპერტიზა მკურნალობის ადეკვატურობასთან დაკავშირებით. მე ამ ექსპერტიზაში ჩართული არ ვარ, მართალი გითხრათ ალბათ ჩემთვის რთულია მონაწილეობა კომისიური ექსპერტიზაში, როდესაც ვიცი უკვე ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ექიმებს ძალიან არ უყვართ რაიმე მინუსის აღმოჩენა მეორე ექიმის ან რაიმე დაწესებულების საქმიანობაში. ის გადაყვანილი იქნა არა სასწრაფო სამედიცინო დამხარების მანქანით, არამედ გარკვეული პირების მიერ, მე არ ვიცი ესენი ვინ არიან. შემდეგ ჩააბარეს უკვე სამედიცინო ბრიგადას, მიიყვანეს ახმეტის საავადმყოფოში, სადაც დაზიანებები შესავალი ხვრელები სულ სხვა ზომებია მითითებული. იქედან გადაიყვანეს თელავში და იქ უკვე სულ სხვა ზომა არის მითითებული. გარკვეული საათების შემდეგ ჩატარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.