დოდო გუგეშაშვილი შს მინისტრს საქმის პირად კონტროლზე აყვანის თხოვნით მიმართავს.
მას გიორგი გახარიასთან შეხვედრა და საქმის დეტალებზე საუბარი სურს:
"კვირის ბოლოს მივმართეთ. არ იმყოფებოდა თბილისში. ველოდებით პასუხს. იმედია, შემხვდება. გამოძიებაში პრობლემას არ ვხედავ. უბრალოდ, პირველი პირის ჩართულობა საქმეს ძალიან წაადგება.
მკვლელის იდენტიფიცირება თუ მოხდება, დედამიწაზე ყველგან მოიძებნება. არ აქვს მნიშვნელობა, დატოვა თუ არა საქართველო. მისგან გავალთ შემკვეთზე, რომლის არსებობაშიც დარწმუნებული ვარ. ოჯახის ამოსაწყვეტად მოვიდა, შეკვეთილი მკვლელობა იყო".