ზვიად დევდარიანის დღევანდელ კონფერენციას ქალთა მოძრაობა გამოეხმაურა, რომელმაც CiDA-ს ყოფილი ხელმძღვანელი
ქალთა მიმართ სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა. მოძრაობის წევრის იდა ბახტურიძის შეფასებით, დევდარიანს საკუთარი სიმართლის დამტკიცება გაუჭირდება, რადგან ქალებს საპირისპირო მტკიცებულებები აქვთ. ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს.
"მას აქვს უფლება სამართლებრივად იბრძოლოს. ჩვენ ეს საქმეები სამართლებრივ ჭრილში გადავიტანეთ მაშინვე როცა მსხვერპლები შეხვდნენ სახალხო დამცველს. ომბუდსმენმა იმავე დღეს გააკეთა განცხადება, რომ არსებობს ეჭვები სექსუალური შევიწროვების შესახებ. ამ დროისთვის რამდენიმე საქმეა და კიდევ რამდენიმე დაემატება. ჩვენ გვყავდა რეალური მსხვერპლები, ჩვენ უფლებადამცველები ვიყავით ქალებს სამართლებრივ გზაზე გავყოლოდით. მასაც აქვს შესაძლებლობა და უფლება ამტკიცოს რომ ეს არ იყო სიმართლე", - აცხადებს იდა ბახტურიძე.
ორგანიზაცია CIDA-ს ყოფილმა დირექტორმა, სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებულმა ზვიად დევდარიანმა დღევანდელ კონფერენციაზე განაცხადა, რომ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს.