ხვალ, 4 აპრილს საქართველოში, შედარებით გამოიდარებს, ნალექი ზოგან შეწყდება, დროგამოშვებით იქროლებს
ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.