გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ავარია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში
მოხდა. ერთმანეთს ოპელის მარკის ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი, რომელიც ქვედა კიდურის მოტეხილობით 112-ის ჯგუფმა გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.