რუსეთი, „სარკისებრი ზომების“ ფარგლებში, 50-ზე მეტი ბრიტანელი დიპლომატის გაძევებას აპირებს, - ამის
შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
30 მარტს, მოსკოვმა, დასავლეთის ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ, რიგი ქვეყნების დიპლომატების ქვეყნიდან გააძევების გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ურთიერთობები ლონდონსა და მოსკოვს შორის 4 მარტს, ქალაქ სოლსბერიში ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის შემდეგ დაიძაბა. ლონდონი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენებაში მოსკოვს ადანაშაულებს.
ლონდონმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა, რასაც მსგავსი ნაბიჯები მოჰყვა მსოფლიოს 29 ქვეყნის მხრიდან.