ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე მოძრაობა იკრძალება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური ქვის ცვენის საშიშროების გამო, 31 მარტის 08.00 საათამდე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე ლაჯურღულას მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა