საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ალავიძე მაია ცქიტიშვილმა შეცვალა.
ახალი მინისტრი თანამშრომლებს ზურაბ ალავიძემ წარუდგინა.
”სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი კვლავ სივრცითი მოწყობა იქნება, ამ მიმართულებით საკმაოდ მოცულობითი დღის წესრიგი არსებობს. ასევე, სამინისტროს პრიორიტეტად დარჩება თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების მიმართულებით მუშაობა. აქტიურად ჩავერთვები ამ გეგმების განხორციელებაში“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
სამთავრობო ცვლილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მაია ცქიტიშვილი 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.