მოსკოვის სასამართლომ "კანონიერი ქურდი" შაქრო კალაშოვი 8 მილიონი რუბლის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო - 9 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შაქრო კალაშოვი 2016 წელს დააკავეს.
მისი საქმის ფარგლებში დააკავეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის რამდენიმე მაღალჩინოსანი - "კრიმინალური ავტორიტეტისგან" ბრალის შემსუბუქების სანაცვლოდ 500 000 ევროს მიღების ბრალდებით.
შაქრო კალაშოვი ფულის გათეთრების ბრალდებით ესპანეთში 2008 წელს დააკავეს. სასჯელის მოხდის შემდეგ, 2014 წელს რუსეთში დაბრუნდა.
მას დაუსწრებლად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოში აქვს მისჯილი.