გარდაბანში გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 18 წლის ბიჭს დაეჯახა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.