რა გახდა გუდაურში საბგიროს ავარიულად გაჩერების მიზეზი - საერთაშორისო ექსპერტების მომზადებული პასუხი ამ კითხვაზე რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
კურორტზე სპეციალისტების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე ასასვლელად ემზადება. შემადგენლობაში ფრანგი, ავსტრიელი და ქართველი ექსპერტები არიან.
უდაურში საგამოძიებო მოქმედებები დღეს დაიწყება.
გუდაურში უბედური შემთხვევა 16 მარტს მოხდა. ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფორმაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ 11 ადამიანი დაშავდა.
გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
წყარო: იმედინიუს.ჯი