თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე
რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.
გიორგი ტყემალაძე ლილოს დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობის თხოვნით, სტადიონის მოწყობა მიმდინარეობს.
სამგორის რაიონის მაჟორიტარი ორხევის დასახლებაშიც მივიდა, სადაც სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სანიაღვრე სისტემის არარსებობის გამო, მოსახლეობას პრობლემები ექმნებოდა. სანიაღვრე ქსელი პეტრიწის, კაკაბაძის, გოკიელის და წუწუნავას ქუჩებზე მოეწყობა.
მისამართებზე გზის საფარი დაიგება.
გიორგი ტყემალაძემ მაჟორიტარის წარმომადგენლობაში მოქალაქეები მიიღო.
მოქალაქეთა მიღება ყოველ ოთხშაბათს იმართება.