ჟურნალისტი თემურ ცხურბატი აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს 18 მარტის შემდეგ გადასცემენ.
ჟურნალისტის თქმით, ცხედარს ქართულ მხარეს რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ გადასცემენ, რომელიც 18 მარტს გაიმართება.
“ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ტატუნაშვილის ცხედარი, სავარაუდოდ, ცხინვალის პროზექტურაშია. მას ქართულ მხარეს 18 მარტის შემდეგ დაუბრუნებენ, ანუ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ვფიქრობ, ამას უკავშირდება ყველაფერი”, - განაცხადა ჟურნალისტმა.
წყარო: პრაიმტაიმი