რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი სამარშუტო მიკროავტობუსს დაეჯახა.
ავარიის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.