რეჟისორი ლანა ღოღობერიძე ახალ მხატვრულ ფილმს იღებს. ფილმის „მინდვრის ყვავილები“ გადაღებები თბილისში
დღეს დაიწყო.
ფილმში მთავარ როლს ნანა ჯორჯაძე თამაშობს.
ლანა ღოღობერიძემ ფილმის სცენარი თავად შექმნა და მრავალწლიანი პაუზის შემდეგ გადასაღებ მოედანზე დაბრუნდა.
„იქნება ჩემი ყველაზე გულწრფელი პირადი ფილმი, აქ იქნება ყველა ფიქრი თუ განცდა – ის, რაც დამიგროვდა მთელი ცხოვრების მანძილზე; დამოკიდებულება სიკვდილთან, ასაკთან“,- განაცხადა ლანა ღოღობერიძემ.