დიღმის მასივში საცოხვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან მოზარდი გადმოვარდა.
დაშავებული მძიმე დაზიანებებით ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულიხმობს.
არაოფიციალური ვერსიით მოზარდი კომპიუტერულ თამაშებში იყო ჩართული და ე.წ. „ლურჯ ვეშაპს“ თამაშობდა.