შვეიცარიაში, ბერნის სარკინიგზო სადგურის შესასვლელთან მდებარე ეკლესიასთან, ბომბის შესაძლო არსებობის გამო, პოლიციამ სადგური დროებით დაკეტა.
ინფორმაციას Express-ზე დაყრდნობით, იმედინიუსი ავრცელებს.
სამართალდამცველებმა საეჭვო ნივთის აღმოჩენის შემდეგ, ერთი პირი დააკავეს.
უსაფრთხოების მიზნით, დაიწყეს მიმდებარე ოფისებიდან თანამშრომლების ევაკუაცია.
პოლიციის ცნობით, მგზავრების სადგურზე გადაადგილება დროებით, ისევ შეზღუდული იქნება.