მეცნიერების თქმით, ქალების ნაწილში გავრცელებული მოსაზრება, რომ ორსულობის საწინააღმდეგო ჰორმონალური პრეპარატები ასუქებს და ხელს უწყობს ქალის სხეულზე თმის ამოსვლას, არასწორია.
ჰორმონალური საშუალებები არ იწვევს წონაში მნიშვნელოვან მომატებას, ხოლო კომბინირებულ ორალურ კონრაცეპტივებს ექიმები პაციენტებს სახეზე თმის აქტიური ამოსვლის წინააღმდეგაც კი უნიშნავენ.
ჰორმონალური კონტრაცეპტივები 50-ზე მეტი წლის უკან გაჩნდა. მას შემდეგ მათი დოზირება მკვეთრად შემცირებულია და ეს პრეპარატები უკვე კარგად შეისწავლეს. მაგალითად, ცნობილია, რომ ეს პრეპარატები არ იწვევს უშვილობას. სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი უმნიშვნელოდ იზრდება. ამასთან, ქალებს, რომლებიც იღებენ ორალურ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს, იშვიათად უვითარდებათ საკვერცხის და ენდომეტრიოზის კიბო. იმავდროულად, ზოგიერთი პრეპარატი ხელს უწყობს აკნესგან განკურნებას.
წყარო: იმედინიუს.ჯი