გლდანში, კერძო საბავშვო ბაღის „ჭიამაიას“ აღსაზრდელის მშობელი, მასწავლებელს ბავშვზე განხორციელებული ძალადობის
გამო უჩივის.
მშობელმა ბავშვზე ძალადობის დამადასტურებლად ვიდეო სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა, ვიდეოზე ჩანს, როგორ ჰკიდებს ხელს მასწავლებელი აღსაზრდელს თმაზე ხელს.
„მშობლებო, მეგობრებო, მასწავლებლებო, სამწუხაროდ ვავრცელებ ინფორმაციას, ამ ეტეპზე ფოტოს სახით .აღშფოთებული და დათრგუნული ვარ რაც შ.პ.ს. ბაგა-ბაღ "ჭიამაია"-ში მოხდა ჩემი ვაჟის, გაბრიელ გობიანის თავს. ის გახდა ძალადობის მსხვერპლი მასწავლებლის მხრიდან და არაერთ გზის, ყველაზე სამწუხარო და მტკივნეული ის ფაქტია, რომ მტკიცებულება ვიდეო, ასევე ფოტოს სახით გადაეცა ყველა უწყებას, სადაც აშკარაა ძალადობა, მაგრამ დღევანდელ საქართველოში მე ვფიქრობ რომ ისევ ბნელა!! რეაგირება დღემდე არ მოყოლია და მასწავლებლისათვის ბრალდება არ არის წარდგენილი, როდესაც მტკიცებულებები და აღიარებითი ჩვენება უკვე აქვთ შსს და ასევე პროკურატურას, როდესაც კვალიფიკაცია უკვე მიცემულია 126 მულის 1 "ა" ქვეპუნქტით, სამწუხაროდ დამნაშავე ჯერ კიდევ დასჯილი არ არის!! მე როგორც დედა განადგურებული ვარ. 21 სუკუნის საქართველო სდუმს“- წერს აღსაზრდელის მშობელი.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მასწავლებელს 1-დან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.