თბილისის საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატს, თემურ გორგაძეს პატიმრობა შეუფარდეს.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დაცვის მხარე 15 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
თემურ გორგაძე ქრთამის აღების ფაქტზე სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გორგაძემ მოქალაქეს, ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა 7 000 დოლარი. 2018 წლის 28 თებერვალს გამოართვა თანხის ნახევარი - 3 500 დოლარი, რა დროსაც ბრალდებულის სახით დააკავეს.
მას ბრალი თაღლითობის მუხლით წარუდგინეს.