ბორჯომის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასა და საკრებულოში მყოფ
პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსი" წერს.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებაში ბორჯომის მერიის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი საკრებულოს შენობაში მივიდა. მერიის თანამშრომლებმა, მას შენობის დატოვება მოსთხოვეს და ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი შეახსენეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ ჩავიდეს ბორჯომში, ვინაიდან მელიას შეფასებით, იქ არსებული ვითარება ფეთქებადსაშიშია.