ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას" აკისრებს:
"თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც შექმნა სამხრეთ ოსეთი, მიაკუთვნა ახალგორი, რომელიც მანამდე ეკუთვნოდა მცხეთა-მთიანეთს. ყველა უბედურებაზე, რაც მას შემდეგ ხდება და შესაძლოა მოხდეს, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მიხეილ სააკაშვილს, "ნაციონალურ მოძრაობას" ".
არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ოკუპირებულ ახალგორში 22 თებერვალს დააკავეს.
არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის ციხეში 23 თებერვალს გარდაიცვალა.