ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 33-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მთლიანად
დაიწვა კომპანია "სოკარის"კუთვნილი დიზელის საწვავით დატვირთული სატვირთო მანქანა, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, 20 ტონა საწვავი გადაჰქონდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ფერდობიდან გადავარდა და აფეთქდა.
შემთხვევის შედეგად დაახლოეობით 1 საათის განმავლობაში გზაზე მოძრაობა შეჩერებული იყო.
მცირე დაზიანებები მიიღო მძღოლმა, რომელმაც მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.