საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატი სავარაუდოდ გაზაფხულზე დაასახელებს.
„საკითხზე შეთანხმება გონივრულ დროში მოხდება და წინასაარჩევნო კამპანიაც თავის დროზე დაიწყება. ვფიქრობ, საპრეზიდენტო კანდიდატი გაზაფხულზე გამოიკვეთება, რომელსაც მხარს დავუჭერთ“, - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.