აქტიურ სარეზერვო სამსახურში მყოფი პირის წლიური სახელფასო ანაზღაურება საშუალოდ 3 582 ლარი იქნება
- 2 090 ლარს (წ/სარგოს 20 %-ი წლის განმავლობაში) და 1 492 ლარს (წ/სარგოს 100 %-ი 45 დღეში).რეზერვისთვის წლიური დანახარჯი შეადგენს 1 492 ლარს. პროექტის მიხედვით, ზრდა იქნება 2090 ლარი.
2018 წელს იწყება საპილოტე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს აქტიურ რეზერვში 260 პირის მიღებას.
2018 წლის განმავლობაში აქტიურ რეზერვში მყოფი პირების შრომის ანაზღაურების, კვების, აღჭურვის და მომზადების ხარჯი შეადგენს 1 370 934 ლარს.
კანონპროექტს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი იხილავს.