ათენში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია სახელწოდებით „მაკედონია საბერძნეთია“ მიმდინარეობს, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობს.
აქციის მონაწილეები მეზობელი ქვეყნის მიერ სახელწოდებად სიტყვა „მაკედონიის“ გამოყენებას აპროტესტებენ.
დემონსტრაციაში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეები ქვეყნის ყველა რაიონიდან ჩავიდნენ. პოლიციის შეფასებით, აქციაში 140 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს.
ათენის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედანზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები.