სახალხო დამცველი მოადგილეებთან ერთად პანკისის ხეობაში ჩავიდა. ნინო ლომჯარია თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს და ახლობლებს შეხვდა.
თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ ომბუდსმენს სპეცოპერაციის დეტალებზე ინფორმაცია მიაწოდა."ოჯახმა გაიხსენა დეტალები. მათ აქვთ კითხვები, რომლებზეც პასუხებს მოკლე ვადებში ითხოვენ. ჩვენ შუამავლის როლს ვასრულებთ. ოჯახს აქვს უფლება, იცნობდეს გამოძიების მიმდინარეობას და ქონდეს ინფორმაცია მტკიცებულებებზე. ამ დრომდე არავინ დაკავშირებიათ. ოჯახს უსამართლობის გრძნობა აქვს. ობიექტურ და სამართლიან გამოძიებას ითხოვენ", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ შეხვედრის შემდეგ.
ფოტო: imedinews