ჟორჟ ბიზეს პოპულარულ ოპერას, რომლის პრემიერაც 1875 წელს შედგა, ქალთა მიმართ ძალადობის შეწყვეტის მიზნით ფინალი შეუცვალეს.
უახლესი ვერსიით, იტალიელი რეჟისორის ლეო მუსკატოს მიერ წარმოდგენილ ნაწარმოებში ცეცხლოვანი კარმენი აღარ იღუპება.
ფლორენციის თეატრის ხელმძღვანელმა კრიშტიანო ჩირაომ განაცხადა, რომ მან განიხილა ოპერის ფინალის შეცვლა რეჟისორთან, რათა სცენარი უფრო თანამედროვედ დამთავრებულიყო.
"იმ დროს, როცა ჩვენი საზოგადოება ქალთა მკვლელობის წინაშე დგას, როგორ შეგვიძლია გავბედოთ ქალის მკვლელობა?", - განაცხადა ჩიარომ Reuters-თან.
იტალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში 16-70 წლის ყოველი მესამე ქალი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. ხოლო 149 მოკლული ქალბატონი პარტნიორების ან ექს-პარტნიორების მსხვერპლი აღმოჩნდა.
გაეროში 2012 წელს აცხადებდნენ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა "მნიშვნელოვანი პრობლემაა იტალიაში" და ადგილობრივ ძალადობას "იტალიაში ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმა" უწოდა.
მთავრობამ მიიღო მკაცრი კანონები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, მაგრამ ქალთა მიმართ ძალადობა კვლავ გავრცელებულია პატრიარქატის კულტურის ფონზე.
"ოპერის ფინალის შეცვლა სწორედ ძალადობის წინააღმდეგ არის. გვინდა ხაზი გავუსვათ ქალთა მიმართ ბოროტად და არასათანადო მოპყრობას იტალიაში, სადაც femicide არ არის იშვიათი შემთხვევა,", - დასძინა ჩიარომ.
"Maggio" - ს წარმომადგენელმა პაოლო ანტონიო კლუნმა განაცხადა, რომ ახალი "კარმენით" ისინი ქალთა მიმართ ძალადობას გამოეხმაურნენ და თეატრმა სოციალური როლი შეასრულა.
"თეატრს უნდა ჰქონდეს ეთიკური და სოციალური ფუნქცია. მან უნდა გააგზავნოს შეტყობინება ძალადობის წინააღმდეგ ", - განუცხადა თეატრის წარმომადგენელმა პაოლო ანტონიო კლუნმა Thomson Reuters Foundation- ს