ქრთამის აღებაში ბრალდებულ თბილისის მერიის ყოფილ თანამშრომელ ოთარ აბესაძეს პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალეს - ჯანმრთელობის მდგომარეობის დასკვნის საფუძველზე.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ოთარ აბესაძე ანტიკორუფციულმა სააგენტომ 12 ივლისს დააკავა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 14 ივლისს შეუფარდა.
ბრალდების მტკიცებით, ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფის მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამი - 3 000 აშშ დოლარი - მოითხოვა.
ფოტო: imedinews