ხობში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმე რჩება. ის ამ დრომდე ზუგდიდის რეფერალური
ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზეა.
ხობი-ზუგდიდის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. დაიღუიპა ერთ სამართალდამცველი.
ავარიის დროს მანქანაში შსს-ს ზუგდიდის სამმართველოს ხუთი თანამშრომელი იმყოფებოდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის მანქანა ელექტროგადამცემ ბოძს დაეჯახა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.