ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, სპეციალურ პოსტს აქვეყნებს.
"უკრაინის საკმაოდ მაღალი პოლიტიკური წრეებიდან მივიღე ინფორმაცია, რომ სულ მალე საქართველოში სააკაშვილის ექსტრადიცია მოხდება. სააკოვი არ მალავს, რომ ასეთ შემთხვევაში თავის არცთუ მრავალრიცხოვან მომხრეებს შეიარაღებული გადატრიალების დასაწყებად მოუწოდებს.
ქართველო ერო! ქართველო სამოქალაქო საზოგადოებავ! მზად ხართ, წინ აღუდგეთ საქართველოში დიქტატურის რეანიმაციის მცდელობას? ქუდზე კაცი უნდა შევიკრიბოთ და ჩვენი ერთსულოვნებით მსოფლიოს დავანახვოთ, რომ აღარ დავუშვებთ ფაშიზმის აღორძინებას!", - წერს დავითაია სოციალურ ქსელში.