ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებისთვის
დაკავებული პირების საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება.
პროცესი 15:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი მხარეები საბოლოო სიტყვას იტყვიან. ბათუმში მასობრივი არეულობის ორგანიზებას გამოძიება მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას ედავება.
საქმის განხილვა უკვე 8 თვეა მიმდინარეობს.