ავსტრალიაში ტყის ხანძარი მძვინვარებს. ვიქტორიის შტატში ცეცხლი ქალაქ მელბურნის გარეუბანში მდებარე დასახლებულ პუნქტს
მიუახლოვდა, რის გამოც ევაკუაცია განხორციელდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცლებს.
სტიქიასთან საბრძოლველად 300 მეხანძრე და 2 ვერტმფრენია მობილიზებული. ამ დროისთვის ავსტრალიაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს.