მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის მოსამართლე გიორგი არევაძე განმარტებას აკეთებს, თუ რატომ გაამტყუნა სანდრო გირგვლიანის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტი.
"მიხეილ სააკაშვილს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობისგან აცილების მიზნით გასცა დაპირება, რომ სასჯელის მიუხედავად, თუ რა დაენიშნებოდა მსჯავრდებულებს სასამართლოს მიერ, შეიწყალებდა მათ", - განმარტა მოსამართლემ.
ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სასამართლოებში პირველი განაჩენი გამოცხადდა.
მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილიდამნაშავედ ცნო. სასჯელის სახით სასამართლომ სააკაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირა და 3 წლით პატიმრობა დარჩა.
სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ყოფილ პრეზიდენტს პროკურატურა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. სააკაშვილმა, სასამართლოს უნდობლობის მოტივით, დაქირავებული კერძო ადვოკატები აიცილა. მის საქმეში სახაზინო ადვოკატი ჩაერთო.