ხვალ, 5 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ვარკეთილი 3-ის მე-4 მკ/რაიონში წყალმომარაგების ქსელზე გადაერთების სამუშაოებს განახორციელებს.
სამუშაოების ჩასატარებლად მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ 5 იანვარს 23:00-დან 6 იანვრის, დილის 07:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში:
ვარკეთილი 3-ის მე-4 მკ/რაიონს და მე-2 მკ/რაიონის N 31-42.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - - http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.