გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში 80 წლის ქალბატონი მოკლეს.
გარდაცვლილს სასიკვდილო დაზიანება შეშის ნაჭრით, მეზობლად მცხოვრებმა ქალბატონმა მიაყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
საქმეზე გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.