სუსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, არსებობს ძალიან ბევრი უტყუარი მტკიცებულება, რომელსაც წარადგენენ სასამართლოზე.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სუსი საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად აწვდის. არსებობს აუდიოჩანაწერებიც. ახმედ ჩატაევის კომპიუტერიდან ამოღებულიც. ჩანს, რომ გეგმავდნენ ტერიტორისტულ თავდასხმებს დიპლომატიურ მისებზე თურქეთსა და საქართველოში", - განმარტა ნინო გიორგობიანმა.