კახეთის გუბერნატორი პანკისის ხეობის უხუცესებს და ადგილობრივებს შეხვდა.
ერთსაათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ, უხუცესებს კომენტარები არ გაუკეთებიათ.
"კიდევ ერთხელ მივაწოდეთ სწორი ინფორმაცია, რაც გაგვაჩნია ამ დროისთვის. ასეთი შეხვედრები სიტუაციის დაძაბვის თავიდან აცილებისთვის აუცილებელია. ვისაუბრეთ ვიდეოჩანაწერებზე, რომლის ნაწილი აჩვენეს უხუცესებს. შინაარსზე ვერ ვისაუბრებ, ჩემი კომპეტენცია არ არის. სპეცოპერაციის მიზანი იყო ტერორიზმში ეჭვმიტანილების დაკავება, რომელთა ჩატაევთან და მის დაჯგუფებასთან კავშირიც ცალსახად იკვეთებოდა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.