"შეუძლებელია, პოლიციის 40 000 თანამშრომელი ახალი ადამიანი ერთ დღეში გახდეს.
შინაარსობრივი რეფორმების გარეშე სახეცვლილ პოლიციას ვერ მივიღებთ. გამართული, პოლიტიკურად ნეიტრალური სისტემა ჩვენს ინტერესებშია. საზოგადოებას არ აქვს ვალდებულება, ითმინოს უფლებამოსილების გადამეტება, მაგრამ შედეგის ერთ დღეში დადგომა შეუძლებელია.რეფორმების განხორციელება შეუძლებელია საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე. საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო სისტემის შექმნა შეუძლებელია სამართალდამცველსა და მოქალაქეს შორის ნდობის გარეშე.
რეიდები არ არის საუკეთესო ინსტრუმენტი და გვესმის, რომ მსგავსი რაც უფრო იშვიათად ჩატარდება, მით უკეთესია. იძულებით მოგვიწია - გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია და სტატისტიკური მონაცემები, რომ საახალწლოდ გაიზრდება სამართალდარღვევების შემთხვევები. უნდა ჩატარებულიყო და შედეგებმაც დაადასტურა ამის აუცილებლობა", - განაცხადა შს მინისტრმა "იმედის" ეთერში.