მეწყერის ჩამოწოლის შედეგად მინიმუმ 26 ადამიანი დაიღუპა.
სააგენტო Reuters ინფორმაციით, შემთხვევა ფილიპინების ცენტრალურ ნაწილში მოხდა.
ბილირანის პროვინციის გუბერნატორმა, ჰერარდო ესპინამ დაადასტურა, რომ შემთხვევის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. ასევე, მისი თქმით, კიდევ 23 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. გასულ კვირას ფილიპინებს ტროპიკული ქარიშხალი "კაი-ტაკი" დაატყდა თავს, რომელმაც ძლიერი წვიმები და მეწყერი გამოიწვია.
ქარიშხალმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის შედეგადაც რამდენიმე აეროპორტი შეფერხებით მუშაობს. დატბორილი ტერიტორიებიდან თითქმის 88 ათასი ადამიანია ევაკუირებული. სტიქიამ ასევე სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურა დააზიანა.