
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იერუსალიმი ისრაელის დედაქალქი გახდეს, პალესტინის უკმაყოფილება გამოიწვია.
არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალადობისკენ მოწოდებები გააკეთეს აშშ-ს მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „იერუსალიმი პალესტინაა“, „მოვკვდებით ალ-აქსასთვის“. ისრაელის პოლიციამ ძალების მობილიზება მოახდინა იმ ადგილებში, სადაც შეტაკებებს ადგილი აქვს.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა ისრაელში აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის პროცესი დაიწყოს.