ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ბათუმში გაემგზავრნენ.
ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ამოქმედდა საინფორმაციო ცენტრი, მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.
საინფორმაციო ცენტრს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 20:01 სთ-ზე შევიდა შეტყობინება ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით.
ადგილზე მობილიზებულია აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს 13 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი.
ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთნენ მეხანძრე-მაშველები და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა გურიის და სამეგრელოს რეგიონებიდან. ხანძრის შედეგად არის მსხვერპლი.
წინასწარი ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილი არიან სასტუმროში მყოფი მოქალაქეები და სამი მეხანძრე-მაშველი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.