საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, 21 ნოემბერს პნევმატური იარაღის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი
აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სომხეთის მოქალაქის მ.ა-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას, არადეკლარირებული, პნევმატური იარაღი აღმოაჩინეს.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.