თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის მე-17-ე კილომეტრზე ხანძარია. ინფორმაციას სააგენტო ipn
ავრცელებს. ცეცხლი ხმელ ბალახს უკიდია, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ ხანძარი მწვანე ნარგავებზეც გავრცელდეს.
ადგილზე მობილიზებულია რუსთავის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ბრიგადა და მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობა.