ტროპიკულმა ქარიშხალმა ,,ირმამ'' , რომელიც ამჟამად ფლორიდის შტატისკენ მიემართება, შესაძლოა ქალაქ კი-
ვესტში მდებარე ამერიკელი მწერლის და ლიტერატურის დარგში 1954 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის ერნსტ ჰემინგუეის სახლ-მუზეუმი დააზიანოს.
'ვაშინგტონ პოსტის' ინფორმაციით, შტატის მცხოვრებთა მასობრივი ევაკუაციის მიუხედავად, მუზეუმის დირექტორი ჯეკი სენდსი და რამდენიმე თანამშრომელი შენობაში დარჩებიან.
სენდსმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ 'სახლ-მუზეუმის და კატების მოვლის ვალდებულება აკისრია'.
ქარიშხალ 'ირმას' მოახლოებასთან დაკავშირებით,ფლორიდის გუბერნატორმა რიკ სკოტმა შტატში არსებული ყველა სკოლის, სახელმწიფო დაწესებულების, კოლეჯისა და უნივერსიტეტის დახურვის ბრძანება გასცა. შენობებს ქარიშხლისგან დაზარალებული მოსახლეობის დროებით თავშესაფრად გამოიყენებენ.