”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, კოტე იოსელიანის შტაბს თავს დაესხნენ. როგორც პარტიაში აცხადებენ, ეს
იოსელიანის შტაბზე თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევაა. დღეს შტაბის ფანჯრებს აგურები ესროლეს და ჩამსხვრეულია შუშები.
მომხდარს კოტე იოსელიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზეც გამოეხმაურა. ის მომხდარში კონკურენტ პარტიას ადანაშაულებს.