მოსკოვში 50 წლის პოლონელ ბიზნესმენს ეძებენ. ორი პოლონური სამშენებლო ფირმის მფლობელი და
გენერალური დირექტორი მოსკოვში უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
ინფორმაციას რუსული მედია სამართალდამცავ უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბიზნესმენის გაუჩინარების შესახებ პოლიციას ფირმის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეატყობინა. ის ამბობდა, რომ ვერაფრით უკავშირდებოდა ხელმძღვანელს.
ფირმის თანამშრომლის ინფორმაციით, დირექტორი გაუჩინარებამდე მოსკოვში ბაიკალის ქუჩაზე ცხოვრობდა.
ბიზნესმენი პოლონეთში ორ სამშენებლო კომპანიას ფლობს.